1.
პროექტის სახელწოდება: ფიზიკა ყოფა-ცხოვრებაში.
2.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები აღწერენ ფიზიკის კანონებს და საუბრობენ
მათ მნიშვნელობებზე.
3.
პროექტის აქტუალობა: ფიზიკა ყოფა-ცხოვრებაში აქტუალურია, ფიზიკასთან
არის დაკავშირებული თითქმის ყველაფერი, ფიზიკის სფეროში კვლევის მიზანია სამყაროს აგებულების
და მასში მოქმედი ფუნდამენტური კანონების დადგენა, მოკლედ რომ ვთქვათ სამყაროს ჭეშმარიტი
სურათის შექმნა.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მასალა მოიძიონ ფიზიკისა და მისი
კანონების და პრაქტიკაში მათი გამოყენების
შესახებ. ისინი კომპიუტერის საშუალებით ურთიერთობენ თანატოლებთან, უზიარებენ ერთმანეთს
აზრებს, ინტერნეტით მოიძიებენ მასალებს, კითხულობენ სამეცნიერო ლიტერატურას, ეცნობიან
დამატებით პრესას, სადაც მეცნიერული კვლევა- ძიებებია, თვითონ ატარებენ ცდებს და დაკვირვებებს
და გამოაქვთ დასკვნა.
5.
მონაწილეთა ასაკი: IX-X კლასი
6.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
7.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები ეუფლებიან კვლევის
უნარჩვევებს, ნასწავლის პრაქტიკული გამოყენებას, უვითარდებათ აზროვნება,ისინი დამოუკიდებლად
ატარებენ ანგარიშს ,,ფიზიკა ყოფა- ცხოვრებაში ვებ გვერდზე.
8. პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სამეცნიერო
ლიტერატურა, ცდა.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):კლასი დაიყოფა 4 ჯგუფად, პირველ ჯგუფს დაევალება მოიძიოს კომპიუტერით, მეორე ჯგუფს დაევალება
მოიძიოს სამეცნიერო ლიტერატურიდან, მესამე ჯგუფს დაევალება კვლევა-ძიებები, მეოთხე
ჯგუფს დაევალება ცდების ჩატარება. დიალოგი მოსწავლეებს შორის, არა მონაწილე
ადამიანებისთვის პროექტის გაცნობა.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: მათემათტიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თამრიკო შათირიშვილი